და მეორე და მესამე ოღონდ ეს არის ორიგინალი კომბლე კომბლე იყო და არა იყო რა, იყო ერთი კომბლე. კომბლე იმიტომ ერქვა, რომ კომბლებსა თლიდა და ჭერში აწყობდა. ორი ცხვარი ჰყავდა კომბლეს. ეს ცხვრები დილით წავიდოდნენ საბალახოდ და საღამოს თვითონ ბრუნდებოდნენ შინ. ერთ დღეს ცხვრები საბალახოდ რომ წავიდნენ, შემოხვდათ მელია: - ცხვრებო, ვისი ხართო? - კომბლესიო. - კომბლე რა კაციაო? - კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო. - არა, მეშინია თქვენი კომბლესიო! - თქვა მელიამ და გაიარა. იარეს ცხვრებმა, იარეს და შემოხვდათ დათვი: - ცხვრებო, ვისი ხართო? - კომბლესიო. - -კომბლე რა კაციაო? - კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო. - - არა, მეშინია თქვენი კომბლესიო! - თქვა დათვმა და გაიარა. ცხვრებმა იარეს, იარეს და შემოხვდათ მგელი: - ცხვრებო, ვისი ხართო? - კომბლესიო. - კომბლე რა კაციაო? - კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო, - მიუგეს ცხვრებმა. - მე არ მეშინია თქვენი კომბლესიო! - თქვა მგ...
Comments
Post a Comment