Posts

ჩამოსატვირთი ტექსტები

Image
ქვემოთ მოცემული ბმულზე დაჭერით თქვენ შეძლებთ ჩამოტვირთოთ ტექსტები 1)თუ გინდათ ჩამოტვირთოთ ტომ სოიერის ნაწყვეტი დააჭირეთ აქ 2)თუ გინდათ ჩამოტვირთოთ ქართული ხალური ზღაპარი “კომბლე", დააჭირეთ აქ

ტომ სოიერი

Image
თავი მეორე გათენდა შააბათი დილა. სიცოცხლით მჩქეფარე ზაფხლის ბუნებას მხიარული ელფერი დასდებოდა. ყველას გული უმღეროდა. ახალგაზრდების გულში კი ეს სიმღერა ვეღარ ეტეოდა და მათ ბაგეთაგან საამო ჰანგებად იფრქვეოდა. სახე ყველას სიხარულით გაცისკროვნებოდა, გაზაფხული იგრძნობოდა თვით ადამიანის ყოველ ნაბიჯში. ჰაერი აყვავებული აკაციის სურნელით იყო გაჟღენთილი. მწვავედ აბიბინებული კარდიფის გორაკი ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებდა. შორიდან აღთქმულ ქვეყანას მოგაგონებდათ, იმდენად მომხიბლავი, მყუდრო და მიმზიდველი იყო იგი. ტომი გამოვიდა სახლიდან. ხელში ეჭირა წყალში გახსნილი კირით სავსე ვედრო და გრძელტარიანი ჯაგრისი. როცა თვალი შეავლო მაღალ მესერს, იმწამსვე გაქრა სიხარული და მის გულს ღრმა მწუხარება დაეუფლა; ხუმრობა საქმე ხომ არ იყო ოცდაათი იარდის სიგრძისა და ცხრა ფუტის სიმაღლის მესერის გათეთრება?! სიცოცხლე უაზრობად და არსებობა მძიმე ტვირთად მოეჩვენა. ოხვრით დაასველა ჯაგრისი კირში და ზედა ფიცარს დაუწყო წასმა; რამდენჯერმე გაიმეორა და შეჩერდა. რა იყო ეს შეთეთრებული წვრილი ზოლი მესერის უსასრულო სივრცესთან შედარებით!

იასნია კომბლე

Image
და მეორე და მესამე ოღონდ ეს არის ორიგინალი კომბლე კომბლე იყო და არა იყო რა, იყო ერთი კომბლე. კომბლე იმიტომ ერქვა, რომ კომბლებსა თლიდა და ჭერში აწყობდა. ორი ცხვარი ჰყავდა კომბლეს. ეს ცხვრები დილით წავიდოდნენ საბალახოდ და საღამოს თვითონ ბრუნდებოდნენ შინ. ერთ დღეს ცხვრები საბალახოდ რომ წავიდნენ, შემოხვდათ მელია: - ცხვრებო, ვისი ხართო? - კომბლესიო. - კომბლე რა კაციაო? - კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო. - არა, მეშინია თქვენი კომბლესიო! - თქვა მელიამ და გაიარა. იარეს ცხვრებმა, იარეს და შემოხვდათ დათვი: - ცხვრებო, ვისი ხართო? - კომბლესიო. - -კომბლე რა კაციაო? - კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო. - - არა, მეშინია თქვენი კომბლესიო! - თქვა დათვმა და გაიარა. ცხვრებმა იარეს, იარეს და შემოხვდათ მგელი: - ცხვრებო, ვისი ხართო? - კომბლესიო. - კომბლე რა კაციაო? - კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო, - მიუგეს ცხვრებმა. - მე არ მეშინია თქვენი კომბლესიო! - თქვა მგ